თბილისში, კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
29-01-2020, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამგორის რაიონში მდებარე კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

 

 

როგორც მან აღნიშნა, უმძიმეს მდგომარეობაში არსებული  საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად მოწესრიგდება. 

 

 

„კაიროს დასახლებაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. იცით, თუ რამდენად დიდ ყურადღებას ვუთმობთ დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებით. კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩა და მიმდებარე ჩიხები საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სრულად იქნება მოწესრიგებული. დღემდე აქ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მუშაობდა, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებს  ახორციელებდა. აღნიშნული სამუშაოები კონკრეტულ ჩიხებში უკვე დასრულებულია, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ვახორციელებთ. აქ უმძიმესი მდგომარეობა იყო - არ არსებობდა არც წყალარინების ქსელი, არც წყალი და ასფალტი. მოქალაქეებს უმძიმეს პირობებში უწევდათ ცხოვრება, უბანი კი მჭიდროდ დასახლებულია. ეს ჩვენი დაპირება იყო, რომელსაც ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

ლორთქიფანიძის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი