საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და მათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის კონცეფცია გააცნო. შეხვედრის დროს მხარეებმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას დეტალურად გავაცანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტები. მათზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ერთი მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელეს ამ პროექტებში. სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს ინტერესი, რომ მათი უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევარები აქტიურად ჩაერთონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესსა და ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.