ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა, რომელიც იერუსალიმს „ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად“ მიიჩნევს. გეგმა პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განიხილავს და აღიარებს ისრაელის სუვერინეტეტს დასავლეთ სანაპიროს ახალშენებზე.
ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გვერდით მდგომმა ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა, რომ წინადადებები პალესტინელებისთვის „შესაძლოა ბოლო შანსი“ იყოს.
პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ტრამპის გეგმებს „კონსპირაცია“ უწოდა.
„მე ვეუბნები ტრამპს და ნეთანიაჰუს: იერუსალიმი არ იყიდება, ყველა ჩვენი უფლება, არ იყოდება, და თქვენს შეთანხმებას, კონსპირაციას ასრულება არ უწერია“, განაცახდა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალადან სატელევიზიო მიმამრთვაში აბასმა.
ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა, რომლის მიზანიცაა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტის გადაწყვეტა, აშშ-ის პრეზიდენტის სიძის, ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით იქნა შედგენილი.
სამშაბათს, ღაზას სექტორში ათასობით ადამიანი იყო გამოსული ქუჩებში პროტესტის გამოსახატად, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ კი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო ძალების დამატებითი შენაერთები განალაგა და კონტროლი გააძლიერა.
თეთრ სახლში ერთობლივი განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როცა ორივე - ტრამპიც და ნეთანიაჰუც შინ პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რაც უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე ტრამპის მხრიდან მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის უკრაინაში მოღვაწე ვაჟიშვილზე სავარაუდო ზეწოლას უკავშირდება, და ასევე კონგრესისთვის ხელისშეშლის ბრალდებით, აშშ-ის სენატში იმპიჩმენტის მოლოდინშია, მაშინ როცა ნეთანიაჰუს კორუფციის ბრალდებები აქვს წაყენებული. ორივე მათგანი უარყოფს რაიმე კანონსაწინაღმდეგო ქმედებას.
დევიდ ფრიდმანმა, აშშ-ის ელჩმა ისრაელში, განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმის გამოცხადების დრო რაიმე პოლიტიკურ განვითარებასთან კავშირში არ ყოფილა და დაამატა, რომ ეს გეგმა „სრულად იყო მხარდაჭერილი“ უფრო ადრეც.
ამ დროს კი, როგორც BBC იუწყება, ნეთანიაჰუ კვირას, კაბინეტის კენჭისყრაზე გეგმავდა ზეწოლის მოხდენას ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს 30%-ის ანექსიის თაობაზე.
დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში 400 000-ზე მეტი ისრაელელი ცხოვრობს. აღნიშნული ახალშენები არაკანონიერადაა მიჩნეული საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თუმცა ისრაელი ამას არ ეთანხმება.
„დღეს, ისრაელი დგამს დიდ ნაბიჯს მშვიდობისაკენ“, უთხრა ტრამპმა თეთრ სახლში ოფიციალურ პირებს და ჟურნალისტებს. „ჩემი ხედვა წარმოადგენს გამარჯვების შესაძლებლობას ორივე მხარისათვის, რეალისტურ ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტას, რომელიც ჭრის პალესტინური სახელმწიფოს ისრაელის უსაფრთხოებისადმი რისკს“.
ტრამპის გეგმა ასეთია:
„პალესტინელები სიღარიბესა და არეულობაში იმყოფებიან, ექსპლუატირებულნი არიან მათ მიერ, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ ისინი როგორც პაიკები ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წასახალისებლად. ისინი იმსახურებენ გაცილებით უკეთეს ცხოვრებას“, განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გეგმის მიხედვით დასავლეთ სანაპირო არ იქნება სანახევროდ გაყოფილი.
„ჩვენ ასევე ვიმუშავებთ მომიჯნავე ტერიტორიის შესაქმნელად მომავალი პალესტინური სახელმწიფოს შიგნით, იმ დროისთვის, როცა სახელმწიფოებრიობისთვის გარემოებები შესაბამისობაში მოვა, მათ შორის უარყოფილი იქნება ტერორიზმი“, თქვა ტრამპმა.
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ნეთანიაჰუ ოთხშაბათს მოსკოვში გაფრინდება, რათა სამშვიდობო გეგმის წინადადებები რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან განიხილოს.
თავის მიმართვაში, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ „შეუძლებელია ნებისმიერი პალესტინელისთვის, არაბისთვის, მუსლიმისა თუ ქრისტიანი ბავშვისთვის, თანხმობა განაცხადოს“ ისეთ პალესტინურ სახელმწიფოზე, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმი არ იქნება. „ჩვენ ათასჯერ ვამბობთ - არა, არა, არა. ჩვენ იმთავითვე უარვყავით ეს შეთანხმება და ჩვენი პოზიცია მართებული იყო“, თქვა აბასმა.
პალესტინურმა სამხედრო ისლამისტურმა ჯგუფმა „ჰამასმა“, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, ასევე არ მიიღო გეგმა და განაცხადა, რომ მისი მიზანია „პალესტინური ეროვნული პროექტის ლიკვიდაცია“.
გაერომ განაცხადა, რომ იგი ერთგული რჩება ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტისადმი, რომლის საზღვრებიც დაფუძნებული იქნება 1967 წლის ომამდე არსებულ საზღვრებზე, ანუ იმ პერიოდამდე, სანამ ისრაელი დასავლეთ სანაპიროს და ღაზას ომით დაეპატრონებოდა.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაეროს სურს ისეთი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაეროს რეზოლუციებზე, საერთაშორისო სამართალსა და ორმხრივ შეთანხმებებზე იქნება დაფუძნებული.
მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.