ჯუმბერ კირვალიძე: „ვიღაცეებს მაინცადამაინც რუსული ტანკების გრუხუნი უნდათ თბილისისკენ მომავალ ავტობანზე ან მათი "დესანტნიკები" თბილისის თავზე”!
29-01-2020, 19:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რა ლავროვი? რის ლავროვი? თქვენ, კარგად თუ ხართ? ვისთან გაქვთ საქმე, კიდევ ვერ მიხვდით? საქართველოში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ "რაიმე საფრთხე დაემუქროს" (თუნდაც, რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილივის "მსგავსი", რომელიც საქართველოს შსს-ს და სხვა სპეცსამსახურების მობილიზების შედეგად, პროტესტის მქონე საზოგადოების მხრიდან დედის გინების და წყლის ბოთლების სროლის ფონზე, ძლივს გაიყვანეს სამშვიდობოს სასტუმრო "რედისონიდან" და თბილისის აეროპორტიდან სწრაფად გააფრინეს მოსკოვში!), თქვენ წარმოდგენაც "გიჭირთ", რა შეიძლება მოყვეს ამას?! და ჳინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამის მცდელობა ექნებათ ნაცმოძრაობას დაქვემდებარებულ პროვოკაციულ ჯგუფებს, ან თავად რუსეთის სპეცსამსახურებს?! გამორიცხავთ, ამას?! ჰოდა, ყველასთვის ცნობილი ისტორიული ფაქტები მაინც გაიხსენეთ, როცა ამდაგვარ ქმედებას, ანუ რომელიმე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირზე "თავდასხმის" (ღმერთმა დაგვიფაროს, სწორედ ასეთ შეფასებას მისცემენ რუსები და მაინცადამაინც - რუსული ტანკების გრუხუნი გინდათ თბილისისკენ მომავალ ავტობანზე, თუ მათი "დესანტნიკები" თბილისის თავზე?!) შემთხვევაში, როგორ ვითარდება მოვლენები?! 1914 წელს, სულაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო იმის გამო, რომ სარაევოში ვიზიტად მყოფ ავსტრია-უნგრეთის ერც-ჰერცოგზე თავდასხმა მოხდა, ფატალური დასასრულით?! მითუმეტეს, როცა ლაპარაკია რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირზე, იმ რუსეთის, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებული აქვს აფხაზეთ-ცხინვალი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" და სადაც მისი სამხედრო ბაზებია განთავსებული! P.S. არაფერსაც არ ვამუქებ! ვიდრე, რუსეთთან დიალოგის ფორმატში (დასავლეთის ჩართულობით) არ იქნება გარკვეული მისი "საბოლოო" დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო ფორმატით (ამ წლის მაისი, ეუთო-ს მინისტერიალი თბილისში) მისი დელეგაციის მიღება თბილისში, რომელშიც რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური პირი, საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, პოლიტიკურად და მორალურად სრულიად დამაზიანებელი, უგუნური და დიდი რისკის შემცველი გახლავთ!!!

 

 

პოლიტოლოგი

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 1
#1   ketevan Bukia-Bezhanishvili
      
ვაიმედოვნებთ რამე ისეთი არ მოხდება რაც არ გვინდა
29 იანვარი 2020 14:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი