ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამი შეკითხვა დავუსვი, თუმცა პასუხი ვერ მივიღე, - ამის შესახებ ყოფილმა ევროკომისარმა შტეფან ფულემ თბილისში, სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, როდესაც არაფორმალურ მმართველობასა და პოლიტიკური ოპონენტების გასამართლებაზე ისაუბრა.
"მე სამი შეკითხვა დავუსვი ყოფილ პრემიერს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. საქართველოსთვის ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ლეგიტიმური მოლოდინი იქნებოდა. ნებისმიერ პარტნიორ ქვეყენაში ვსვამდი ამ შეკითხვებს: "სუნთქავთ თავისუფლად?", "გაქვთ სივრცე მუშაობისთვის?", ეს არის საუკეთესო გზა პროგრესის შეფასებისთვის", - განაცხადა ფულემ.
მისივე თქმით, პრობლემაა არა ის, რომ კითხვები მუდმივად ისმება, არამედ ის, რომ კოალიციის ყველა წევრი არ პასუხობს კითხვებს.
"პრობლემა იმაში არ არის, რომ კითხვები მუდმივად ისმება, პრობლემა ისაა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ყველა წევრი არ პასუხობს კითხვებს ისე ღიად და გულწრფელად, როგორც თქვენ [დავით უსუფაშვილი]. ყოველთვის ვცდილობ ყურადღება გავამახვილო ამაზე. უნდა შეზღუდოთ თავის მართლება. თქვენი საქმეა, რომ წევრ ქვეყნებს გაუჭირდეთ, იპოვოს თქვენთან თავის მართლების შემთხვევები", - მიმართა უსუფაშვილმს ფულემ.
მისივე თქმით, ადამიანების გასამართლება ევროპული სტანდარტებით უნდა მოხდეს.
"ბევრი გვილაპარაკია ბრიუსელშიც, სტრასბურგში, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე კანონზე მაღლა დგას, მაგრამ ამავდროულად ვამბობთ, რომ ფორმალურად ადამიანების გასამართლება, თუ გულწრფელი ხარ ევროპული მისწრაფებების მიმართ, უნდა მოხდეს ევროპული სტანდარტებით. ჩვენ გამოვგზავნეთ სპეციალური წარმომადგენელი, რომ მიეხედა ამ საქმეებისთვის, რომელიც დაგვეხმარა, ეს ყველაფერი ევროპული სტანდარტებით გაკეთებულიყო. ეს არ ეხება პოლიტიკურ ლიდერობას და თქვენ საარჩევნო დაპირებას, ეს ეხება იმას, რომ ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ევროპული სტარდატები და არა შევასუსტოთ", - განაცხადა ფულემ, რომლის გამოსვლის თარგმანიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.