გიორგი გახარია: „ინიციატივა, ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, ძალიან წარმატებულად განვითარდა“
30-01-2020, 12:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო ინიციატივა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით 2 თვის წინ, ეს გახლავთ ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, განვითარდა ძალიან წარმატებულად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

 

 

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სამინისტროს მუშაობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი  ახალი სამუშაო ადგილებია.

„დღეის მდგომარეობით 38-ზე მეტი ობიექტი არის პრივატიზებული და საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოსავლები გვაქვს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ როგორც ჩვენ დავპირდით ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ბიზნესს, ეს ნუსხა ყოველთვის იქნება მინიმუმ 100 ობიექტისგან შემდგარი. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს ნიშნავს დაჩქარებულ, ეფექტურ და სახელმწიფოსთვის შედეგიან პრივატიზებას. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის ახალი სამუშაო ადგილების, ახალი ინვესტიციების, ახალი ენერგიის ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა", -  განაცხადა პრემიერ მინისტრმა.  

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის   ძირითადი ამოცანაა ყველა ის რესურსი, რომელიც არაეფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში, ან საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული, იყოს იდენტიფიცირებული და მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში, მოხდეს მისი პრივატიზება.

 

 

„მოგეხსენებათ, რომ კერძო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ისევე, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ამ ინიციატივასთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალიან კარგი, ახალი იდეა, რომელიც აძლიერებს ამ მიმართულებას. ეს გახლავთ იგივე მიდგომა სასარგებლო წიაღისეულის მიმართ, როგორც 100 დამატებითი საინვესტიციო პროექტის შეთავაზება ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ, რომ ბუნებრივი რესურსების მართვა ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი. ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით დღეს სახელმწიფო ახორციელებს რამდენიმე ძალიან სერიოზულ რეფორმას, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ სასარგებლო წიაღისეულის ეფექტური მართვა და ასევე, ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი დაცვა", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 1
#1   ზურაბი
      
დღეს დასაქმებულებს ჭირდებათ ღირსეული ხელფასი და არა მათხოვრული გროშები. ქვეყანაში არ არის განსაზღრული მინიმალური საათობრივი ანაზღაურება, დამქირავებელი თავისი შეხედულებისამებრ უხდის ხელფასს, ამით დაქირავებულის უფლებები არის დარღვეული. და საერთოდ ზედმეტ ლაილაობას თავი რომ ანებოთ და შრომის კოდექს და სახელფასო ანაზღაურებაზე რომ იმუშაოდ , ქვეყანა ამოისუნთქებს...
1 თებერვალი 2020 05:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი