კარგი იქნება, თუ ობიექტურად შევაფასებთ და ვიტყვით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იყო წარმატებული, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნასთან საქართველოს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია, მისი გამოსვლა ობიექტურად შეფასდეს.
„თუ ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დგას საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნასთან და გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის, შინაარსით დატვირთული და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით, ალბათ ჩვენ უნდა გვქონდეს იმის უნარიც, რომ ეს სიტყვა და მისი გამოსვლაც შევაფასოთ ობიექტურად, რადგან ის წარმოგვადგენს თითოეულ ჩვენგანს. ის წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ და ყოველთვის არ გვქონდა ის ფუფუნება, რომ გვყოლოდა პრეზიდენტი და ვყოფილიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო.
მე ვიცი ერთი, რომ თავად ევროსაბჭო, თითოეული ადამიანი, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ საჯარო მოხელე, ჩვენი პრეზიდენტის იქ ვიზიტს ძალიან დადებითად და წარმატებულად აცხადებს. რა თქმა უნდა, თითოეულის უფლებაა, განსაკუთრებით კი უპასუხისმგებლო ოპოზიციის, რომ ჩვენი ეს წარმატება დააკნინოს ან თვითონ პიროვნულად საქართველოს პრეზიდენტს მიაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ობიექტურად შევაფასებთ იმას, რაც მოხდა და ვიტყვით, რომ ეს ვიზიტი იყო წარმატებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.