გიორგი გახარია: „ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზების, ბიზნესისთვის შეთავაზების დამატებით 100 პროექტს“
30-01-2020, 15:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს  დამატებით 100 პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას, ბიზნესისთვის შეთავაზებას, რომელიც მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას,  უახლოესი წლების განმავლობაში დამატებით, დაახლოებით 120 მილიონი ინვესტირების ბაზისი შექმნა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

 

 

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ კერძო სექტორი არის ეკონომიკის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

 

 

„ინიციატივასთან - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ერთად, ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალიან კარგი, ახალი იდეა, რომელიც აძლიერებს ამ მიმართულებას. ეს გახლავთ იგივე მიდგომა სასარგებლო წიაღისეულის მიმართ, როგორც კიდევ 100 დამატებითი საინვესტიციო პროექტის შეთავაზება ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ, რომ ბუნებრივი რესურსების მართვა ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი. ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით დღეს სახელმწიფო ახორციელებს რამდენიმე ძალიან სერიოზულ რეფორმას, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ სასარგებლო წიაღისეულის ეფექტური მართვა და ასევე, ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი დაცვა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი