ვიდეო - მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი სენატორების, რიშის და შაჰინის წერილი ძალიან მძიმე საბრალდებო დასკვნაა ივანიშვილის რეჟიმისთვის
30-01-2020, 15:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძალიან ბევრი წერილი მოვიდა ამერიკის კონგრესიდან, მაგრამ დღევანდელი წერილი, სენატორ რიშის და სენატორ შაჰინის ძალიან მძიმე საბრალდებო დასკვნაა ივანიშვილის რეჟიმისთვის“, აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ ახლახან გავრცელებულ ვიდეოში და დასძენს, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობა არის ჩვენ მხარეს, ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი“. 

 

 

 


„ეს არის ორი ძალიან ცნობილი, ძალიან წესიერი, ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე მთელ საერთაშორისო არენაზე, ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც ზუსტი დიაგნოზი დაუსვეს იმას, თუ რაც ხდება საქართველოში. ისინი იხსენებეენ სიამაყით, რომ იყვნენ დამკვირვებლები 2012 წლის არჩევნებზე და იხსენებენ თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარე მე ეს არჩევნები და როგორ დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება და შემდეგ ლაპარაკობენ იმ რეპრესიებზე, იმ უსამართლობაზე, რომელიც არის ახლა.

 


„ამაზე რაღას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, რომ ესენიც ვიღაცამ მოისყიდა და ესენიც ვიღაცის ლობისტები არიან? პრაქტიკულად, საქართველო კარგავს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის შედეგად გადარჩა ქართული სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება. ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობა არის ჩვენ მხარეს, ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი“, აცხადებს სააკაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი