"მოსწრებაზე", რუსები უფრო სწრაფად "ჩამოვლენ" ვიდრე ამერიკელები!
07-09-2015, 07:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, თბილისში გახსნილ საერთაშორისო პოლიტიკურ ფორუმზე, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტმა გაუკეთა ორგანიზაცია და რომელზეც მრავალი საინტერესო რამ ითქვა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელი გენერლის ჰოჯესის გამოსვლა, რომელმაც ლამის "აღფრთოვანებაში მოიყვანა" საქართველოს თავდაცვის მინისტრი თ.ხიდაშელი. აი, მისი ციტატა:

 

 

"ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, ძალიან საინტერესო იყო გენერალ ჰოდჯესის გამოსვლა, მან ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთა, პირველ რიგში, როდესაც საუბრობდა რუსეთის პროვოცირების შესახებ მსოფლიოში დღეს მოარულ არგუმენტებზე. მან ძალიან ნათლად, სამხედროებისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით, თქვა, რომ რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება, ის ოცი წელია, აგრესიით არის დაკავებული. ვფიქრობ, როდესაც ამერიკელი გენერლისგან ასეთ ფრაზებს ისმენ, ეს ძალიან ბევრი რამის მთქმელი და მანიშნებელია. ამავე დროს, როდესაც ის საუბრობდა საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლებებზე, ბევრი საინტერესო ნიუანსი იყო. ჩვენ დილით გვქონდა შეხვედრა და ვილაპარაკეთ დეტალებზე. არ ველოდი, რომ ის აქაც გაიმეორებდა იმას, რაც ჩვენთან შეხვედრაზე თქვა. კერძოდ, ერთ-ერთი ამოცანა ამ ტრენინგის იქნება ის, რომ ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე, გამომგზავრების ადგილიდან".

 

 

დიახ, ნებსით თუ უნებლიედ, ჰოდჯესმა და ხიდაშელმა ამ დილით პრივატულ შეხვედრაზე ნათქვამი მოსაზრება საჯარო გახადეს. რა "სანუგეშო" სიტყვები შეიძლება ითქვას ამასთან მიმართებაში? ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ორი ზებირთვული სახელმწიფოს, აშშ–ის და რუსეთის შეიარაღებული ძალების "ჩამოსვლა–შემოსვლა", თურმე "მოსწრება–დასწრებაზე ყოფილა, ან იქნება", დამერწმუნეთ, რომ "ვერაფერი ნუგეშია"! მეტიც, თუ გავითვალისწინებთ გეოგრაფიის ანა–ბანას, რომ რუსეთთან საქართველოს საერთო საზღვარი ლამის 900 კილომეტრია, ხოლო, აშშ–სთან კი "არცერთი", მაშინ ცხადია, რომ სამწუხაროდ, – რუსები უფრო სწრაფად "ჩამოვლენ", ვიდრე ამერიკელები!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

კომენტარები: 1
#1   ზურაბი ბარბაქაძე
      
ამწუხაროდ, ჯუმბერ კირვალიძეს, ვერ გაუგია და არც სურს გაიგოს, რომ საქართველოს რესპუბლიკა იმყოფება რუსეთის აგრესიის ქვეშ 1921 წლის 11 თებერვლიდან დღემდე, რომ რუსეთს დღემდე აქვს დაპყრობილი საქართველოს ნაწილები-აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რომ საჭიროა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება, რომ ამას ძლიერი მოკავშირის გარაეშე, საქართველო მარტო ვერ შესძლებს!!!
8 სექტემბერი 2015 04:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი