იაზროვნეთ ქართულად, - სახელმწიფოებრივად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სტრატეგიულად, კულტურულად, ზნეობრივად: საქართველოსთვის, ქართველებისთვის, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილების ქართული ცნობიერებისთვის და ბედნიერი მომავლისთვის! დაიცავით ბოლო ამოსუნთქვამდე და არ გაყიდოთ, არანაირ სიმდიდრეზე, მილიონობით და მილიარდობით ფულზე ჩვენი ქრისტეანული რწმენა, მართლმადიდებლობა, სამშობლოს სახელმწიფო ინტერესები, მისი სუვერენიტეტი და მიწა-წყალი! გაუფრთხილდით ეროვნულ და პირად ღირსებას, არაფრის გულისთვის, იოტისოდენადაც არ დათმოთ იგი, თუნდაც სიცოცხლის ფასად და ნებისმიერი მტერი ჯეროვნად დაგაფასებთ, პატივსგცემთ, ანგარიშს გაგიწევთ თქვენ და ქართულ სახელმწიფოს! საქართველოსთვის, მისი "პოლიტიკური თუ ეკონომიკური სარგებლიანობის გამო", სხვების მიმართ ლიქნი, პირფერობა, თავდახრა, ვინც არ უნდა იყოს იგი, გაცხადებული მტერი თუ ერთგული პარტნიორი არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგანაც ერთიც და მეორეც ჩაგთვლიან ღირსებააყრილ პიროვნებად, რაც ჩვენ ქვეყანაზე, ხალხზე და სახელმწიფოზე ავტომატურად გავრცელდება! აი, ის ქართველები, ვისაც ამის გაგება არ უნდათ და განაგრძობენ პროპაგანდას ამათუიმ უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ და მათი "მფარველობის ქვეშ გადარჩენისკენ" მოგიწოდებენ, ანუ ღიად თუ ფარულად ებრძვიან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უგულვებელყოფენ ქვეყნის ფუნდამენტურ სახელმწიფო ინტერესებს, ისინი ქართველმა ერმა არაფრით არ უნდა "მიუშვას" ქართული სახელმწიფოს მართვის სადავეებთან, რადგან ეს ღალატის ტოლფასი იქნება, ჩვენი წინაპრების, ჩვენი შვილების და ჯერ არ დაბადებული ქართველების წინაშე!!! ქართველებს, როგორც საამაყო ისე სამარცხვინო წარსული გვაქვს, მაშინ ვამაყობთ, როცა ღირსებით შემკული მებრძოლი ქართველები გვახსენდება, ხოლო მაშინ გვრცხვენია, როდესაც ღირსება შელახულ კონფორმისტ ქართველებს ვიხსენებთ!!! ჯერ კიდევ გვიან არ არის და ღმერთმა ინებოს, რომ თანამედროვე ქართველები ჩვენმა შთამომავლობამ ღირსეულ ქართველთა შორის მოგვიხსენიოს!!!
მურმან ლებანიძე - "მიყვარს ქართულად"
მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად
ვმღერი ქართულად
მადლობა ღმერთს ნება დართულად.
შანსი მქონია არ მომირთხამს
ფეხი თათრულად,
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს, ეგეც ქართულად.
და კი ბატონო თარგმნეთ რუსულად
თარგმნეთ სპარსულად
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს
მე მწამს, მე ვწერ ქართულად
მე ყოვლად ქართველს
ყოველივე მიყვარს ქართული
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული.
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.