საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა თანამდებობიდან გადადგა, – პოსტის დატოვების შესახებ განცხადება სიჭინავამ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე განაცხადა.
ხვალიდან ფედერაციას არჩევნებამდე მისი მოადგილე, ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებს.
სიჭინავას განცხადებით, მისი გადადგომის მიზეზი ერთ-ერთი კანდიდატის მხრიდან გაკეთებული განცხადებაა, რომ არჩევნებში არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს.
“პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი აცხადებს, რომ არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. ამიტომ, მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით ბატონი ჩივაძე ხვალიდან შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. არანაირი ზეწოლა არ მომხდარა”, – განაცხადა სიჭინავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.