ამირან გამყრელიძე: „ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს ორ მოქალაქეს არც ერთი სახის ვირუსი არ დაუდასტურდა“
31-01-2020, 12:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში სხვადასხვა ჩამოვიდნენ, არც ერთი სახის ვირუსი არ დაუდასტურდა.

 

 

„ორ ჩვენ თანამემამულეს, რომლებიც შემოვიდნენ ჩინეთიდან სხვადასხვა გზებით, ერთმა თავისით მიმართა საავადმყოფოს და ერთი მომატებული ტემპერატურის გამო აეროპორტიდან გადაიყვანეს ინფექციურში, გრიპზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდათ, შედეგი აღმოჩნდა ნეგატიური, ანუ გრიპი არ იყო. გუშინ საღამოსთვის მათი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. გუშინვე აუღეს სინჯები მოლეკულური კვლევებისთვის, ლუგარში გასატესტადლუგარში ორჯერ მოხდა გატესვა, რათა დავრწმუნებულიყავით, ჩვენ ვადგენთ 22 ვირუსზე რეაქციას, მათ შორის, ხუთი კორონავირუსის ტიპზე. ასევე მერსიკოვზე, ეს გახლდათ კორონავირუსი, რომელმაც გამოიწვია 2012-ში შუა აღამოსავლეთში ეპიდაფეთქება. პირველი ტესტი იყო ყველაფერზე უარყოფითი, გადამოწმდა მეორედ და დილის მონაცემებით დადასტურდა, რომ არც ერთ ვირუსზე დადებითი რეაქცია არ იყო. ჩვენ დღეს არ გვაქვს სუბტიპი კორონავირუსის, რომელიც დღესდღეისობით ტრიალებს ჩინეთში, ამის გამო მაინც მათი რნმ გაიგზავნა როტერდამში,  რათა მოხდეს გატესტვა იმ სუბტიპზეც, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ არ გვაქვს საქმე კორონავირუსის იმ სუბტიპთან. ჩვენ იმედი გვაქვს რომ კორონავირუსის სუბტიპი სამშაბათს-ოთხშაბათს უკვე გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მან ასევე ჟურნალისტებს მოუწოდა, მოსახლეობას მიაწოდონ სწორი ინფორმაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი