მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული „ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების სახელმძღვანელო“ დაამტკიცა
31-01-2020, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს შემუშავებული „ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების სახელმძღვანელო“ დაამტკიცა.  სახელმძღვანელო სამართალშემოქმედების სპეციალისტებსა და საჯარო მოხელეებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის დაახლოების სპეციფიკის გარკვევაში დაეხმარება.



სახელმძღვანელოს მიზანია, დაეხმაროს სახელმწიფო სტრუქტურებს ევროკავშირთან  სამართლებრივი დაახლოების პროცესის წარმატებით განხორციელებაში. დოკუმენტში მოცემულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების პრაქტიკული სამუშაოს სრული მონახაზი და დაწვრილებითაა აღწერილი მეთოდოლოგია პროცესის ეფექტიანობისთვის. დოკუმენტი მდიდარია პრაქტიკული მასალითა და მაგალითებით.



ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებაა. გარდა ვალდებულებისა, ეს პროცესი ქვეყანას დაეხმარება სრულფასოვანი ევროპული ტიპის ინსტიტუციური დემოკრატიისა და სამართლებრივი სისტემის შექმნას.


სახელმძღვანელოს ავტორი საქართველოს  იუსტიციის სამინისტროა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი