ხელისუფლებას ტუზივით დაეცა ამ კორონავირუსის პიარი, - ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის საშიშროებას.
მისი თქმით, ხელისუფლებას შესანიშნავი საფუძველი მიეცა თავისი დასასრულის გადასავადებლად.
„მიეცა შესანიშნავი საფუძველი, გადაავადოს თავისი დასასრული და ხალხის ყურადღება გადაიტანოს ამ მიმართებით, დაზაფროს და დასტრესოს მისგან ისედაც დაექსპერიმენტირებული საზოგადოება. დაიხსომეთ - ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი არსებობის, ჩვენი შვილების სიცოცხლისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის „ბიძინავირუსია“ და მის მოსაცილებლად არაფერმა არ უნდა მოგვაცდინოს. გამკვირვებია არასახელისუფლებო ტელევიზიების, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ჰეროინა ნაცვლიშვილის პიარს ხართ აყოლილი? გრიპი თუ ვირუსი, სანამ კაცობრიობა არსებობს, მუდმივად იქნება გარდაცვალებაც ამ დაავადებით რა სახელიც არ უნდა დავარქვათ ვირუსს, ჩვეულებრივი ამბავია მსოფლიო სტატისტიკით. ასე რომ, მშიშარა კაცი დღეში ათჯერ კვდებაო ნათქვამია“ , - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.