დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ქართული ფილმის - „მოირა“ ჩვენება გაიმართა. თავდაცვის აკადემიის იუნკერებს ფილმი რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ და მსახიობებმა - ზაზა მაღალაშვილმა და პაატა ინაურმა წარუდგინეს. ფილმის ჩვენების შემდეგ, მათ გადაღების პროცესისა და ფილმის წარმატებების შესახებ ისაუბრეს.
ქართული მხატვრული ფილმი 2015 წელს აზიური ქვეყნების კინოფესტივალმა საუკეთესო ნაშრომად დაასახელა. ამავე წელს სან-სებასტიანის კინოფესტივალზე „მოირა“ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა „მოირა“ აშშ-ის კინოაკადემიის „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში წარადგინა.
კინოჩვენებები, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, თავდაცვის ძალებში ქართველი სამხედროებისთვის პერიოდულად იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.