დავით ზალკალიანი ვენაში ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
31-01-2020, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ვენაში ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა. მინისტრებმა ვრცლად მიმოიხილეს და დადებითი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
 


დავით ზალკალიანმა ავსტრიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ბოლო განვითარებების შესახებ. მან მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის.


 
ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს და კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.


 
შეხვედრაზე მხარეებმა აგრეთვე განიხილეს 2020 წელს დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი