რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ორივე დაინფიცირებული ჩინეთის მოქალაქეა.
მისივე თქმით, რუსეთი ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას დაიწყებს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა.
ახალი კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ იმ ფონზე, როცა ეპიდემია განაგრძობს ჩინეთის საზღვრებს გარეთ გავრცელებას.
„ამის გამოცხადების მთავარი მიზეზი ის კი არ არის, რაც ჩინეთში ხდება, არამედ ის, რაც სხვა ქვეყნებში ხდება“, განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადჰანომ ღებრიესუსმა. წუხილის საგანს წარმოადგენს ის, რომ ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს ისეთ ქვეყნებში, რომელთაც უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემები აქვთ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, არ გაემგზავრონ ჩინეთში. სახელმწიფო დეპარტამენტმა მე-4 დონის გაფრთხილება გამოსცა.
სულ მცირე 213 ადამიანი გარდაიცვალა ჩინეთში, უმეტესწილად ჰუბეის პროვინციაში, სადაც ვირუსი წარმოიშვა, მთელი ჩინეთის მასშტაბით კი, უკვე ვირუსით ინფიცირებულთა თითქმის 10 000 შემთხვევაა აღრიცხული.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჩინეთის გარდა 18 ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულების 98 შემთხვევა აღირიცხა, თუმცა სიკვდილი არ დაფიქსირებულა.
საერთაშორისო მასშტაბით ვირუსის უმეტესი შემთხვევები იმ ადამიანებში გამოვლინდა, რომლებიც ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში იმყოფებოდნენ. მიუხედავად ამისა, ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების უკვე 8 შემთხვევაა გამოვლენილი - გერმანიში, იაპონიაში, ვიეტნამსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.