ვიმუშავებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია, რომ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებსა და მცდელობას, ჩაშალოს საქართველოს მიერ წლების მანძილზე უდიდესი შრომით მიღწეული პროგრესი, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულმა ელჩმა, კელი დეგნანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, ის ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად იმუშავებს.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ და ვიწყებ მუშაობას მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად ძალიან დატვირთული დღის წესრიგით.
ჩვენ ვიმუშავებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია, რომ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს და მცდელობას, ჩაშალოს საქართველოს მიერ წლების მანძილზე უდიდესი შრომით მიღწეული პროგრესი. რა თქმა უნდა, ასევე, ვიმუშავებთ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ხანგრძლივი და ძლიერი პარტნიორობა. ვაპირებ, რომ ჩემი და მინისტრის გუნდების დახმარებით, კიდევ მეტად გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები", – განაცხადა კელი დეგნანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.