რუისი–აგარის 19 კმ-იანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება
07-09-2015, 08:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, რუისი-აგარის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საავტომობილო გზების განვითარების და რეკონსტრუქცია–მოდერნიზაციის სამმართველოს უფროსი ირაკლი ხერგიანი გაეცნენ.


ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე, დასასრულს უახლოვდება გზის ასფალტ-ბეტონითა და ცემენტ-ბეტონით მოწყობის სამუშაოები.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის საფარი უკვე დაიგო 17 კმ. - ოთხზოლიან და 2 კმ. - ორზოლიან საგზაო მონაკვეთებზე (გზის ორივე მიმართულებაზე ჯამში 34 კმ), მოეწყო ორდონიანი გადაკვეთები 5 გზაგამტარითა და 3 სახიდე გადასასვლელით. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობასაც.


რუისი–აგარის სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 19 კილომეტრია. პროექტი, რომლის ღირებულება 70 მილიონი ლარია, მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება. სამუშაოებზე ამ ეტაპზე, 350-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივი მცხოვრებია.


რუისი–აგარის მონაკვეთის მშენებლობის შედეგად, მოხდება საგზაო ქსელის მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრება. ასევე, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოება.


რუისი–აგარას 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი