შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოლდოვის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავეს.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს - 1986 წელს დაბადებულ ი.პ.-ს. და არასრულწლოვან შვილებს - 2004 წელს დაბადებულ მ.შ.-ს და 2010 წელს დაბადებულ ა.შ.-ს.
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა.
გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის და ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.