თბილისის მერიას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსგან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური ლიფტები გადაეცა.
შშმ პირებისთვის განკუთვნილი 6 ლიფტი დედაქალაქის ცენტრში - ფილარმონიის, მეცნიერებათა აკადემიისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდა.
ახლადდამონტაჟებული ლიფტები დედაქალაქის მერმა საქართველოში თურქეთის სრულუფლებიან ელჩთან ფათმა ჯერენ იაზგანთან ერთად დაათვალიერა.
კახა კალაძემ მოუწოდა საზოგადოებას, გაუფრთხილდნენ შშმ პირებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას.
„ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის დედაქალაქის ადაპტირება. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები და ალბათ უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რათა ასეთი პროექტები სხვა ადგილებზეც განხორციელდეს. მთავარია, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, არ იყოს არანაირი დაბრკოლება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გასაკეთებელი, ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევქმნათ ეს შესაძლებლობა დედაქალაქში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ დავაზიანოთ ისინი და მოვუაროთ. ძალიან ბევრია ვანდალიზმის ფაქტი. ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ ვანდალიზმს, იმისათვის, რომ რაც კეთდება ქალაქში მაქსიმალურად მოვლილი და შენარჩუნებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძე.
ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნეჯლა დემირდაღი, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე და სხვები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.