რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, უგულავამ თავად აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა, 50 მილიონის მოპარვაზე აქვს ხელი მოწერილი, - ასეთი განცხადება გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამერიკელი კონგრესმენების მიერ ბოლო პერიოდში გამოგზავნილ წერილებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია იმის თაობაზეც, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
როგორც მერმა აღნიშნა, ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების დევნა არ მიმდინარეობს და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება.
„პოლიტიკასთან რა შუაშია, თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირება, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს ძალიან მარტივად შეუძლიათ, დაანახონ საზოგადოებას სიმართლე და რეალობა. შესაბამისად, ვერავინ დაიჩაგრება, ჩვენ არავინ არასდროს დაგვიჩაგრავს და ამას ვერავინ გაბედავს. გიგი უგულავას სადავო რა აქვს? გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი აქვს მოწერილი. სადავო რა არის, რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ“ ,- განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.