ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბაქოში არსებული ისტორიული ნაკრძალი - ძველი ქალაქი "იჩერი შეჰერი" დაათვალიერა. გიორგი მარგველაშვილმა ძველი ქალაქის ქუჩებში გაისეირნა, მოინახულა ბაქოს სიმბოლო, "ქალწულის კოშკი" და შირვანშაჰების სასახლე. მას ის ადგილიც აჩვენეს, სადაც წმინდა ბართოლომეოსს მოკვეთეს თავი.
ქვეყნის პირველ პირს გიდობა პირადად გაუწია ისტორიული არქიტექტორული ნაკრძალის ხელმძღვანელმა სამირ ნურიევმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა - ხალიჩა, რომელზეც გამოსახულია სიმამაცის სიმბოლო -ხარის თავი.
ტურის დასასრულს, პრეზიდენტმა "იჩერი შეჰერის" სამახსოვრო წიგნში ჩანაწერიც დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.