საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა და ის, რომ ერთ-ერთი კანდიდატის შეხვედრებზე კოალიციის ლიდერები გამოჩნდნენ, არა ჩარევას, არამედ პირადი მოსაზრების გამოხატვას ნიშნავს.
“ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა და ვერავინ ვერ გაბედავს ეს განახორციელოს. მეტიც, მე ზოგიერთი კანდიდატის პრეზენტაციაზე დავინახე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, კოალიციის ლიდერები, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს ერთ-ერთ კანდიდატს. თუ ეს იგულისხმება ჩარევად, არ მგონია, რომ ეს ჩარევა იყოს. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს რასაც ვუყურებთ, 35 ადამიანს აქვს ხმის მიცემის უფლება. მოიძიეთ, სხვა ქვეყნებში როგორ ხდება, რაც უფრო მეტი დელეგატი ირჩევს პრეზიდენტს, რაც უფრო მეტი წარმომადგენელი იქნება ჩართული დემოკრატიული მიმართულებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“,-განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.