საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის მრჩეველთან, მაქსიმ ლონგანგთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან.
ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 21-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაკეტვაზე, რაც იწვევს თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას და ამწვავებს ჰუმანიტარულ კრიზისს ადგილზე. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირება და ამ თემის პოლიტიკური შედეგის მისაღებად გამოყენება.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არსებულ დინამიკაზე.
ევროპის საბჭოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ მუდმივად ეცნობიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და გაგრძელდება კონსოლიდირებული ანგარიში მომზადების პრაქტიკა.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება საჭიროებს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომას. ამასთანავე, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მაღალ დონეზე. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.