საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ჩავიდა. პირად შემადგენლობას ბაზა „მარმალზე“ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენლობა და III ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობა დახვდა.
II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული უფლებამოსილებას III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულისგან უახლოეს მომავალში გადაიბარებს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთვება. ქვედანაყოფის ამოცანა ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.