პრემიერ მინისტრი 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მქონე ჩემპიონებს შეხვდა
04-02-2020, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. პრემიერმა ლუხუმ ჩხვიმიანს, ლაშა ტალახაძეს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე უმასპინძლა, რომელსაც ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილიც ესწრებოდა.

 

 

აღსანიშნავია, რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, 2019 წელს, ექვსივე სპორტსმენმა ქვეყანას ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო ჩემპიონის მედალი მიუტანა, რის გამოც საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ყველა მათგანს წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტული მიანიჭა.



გიორგი გახარიამ, ჩემპიონებს ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის და მისი პოპულარიზაციისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი