ირაკლი კობახიძე: „შეცდომა კი არ გაეპარათ, საზოგადოებამ იცის, რომ ბათუ ქუთელია არის გონგო, ნაცი, შმაცი“
04-02-2020, 15:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეცდომა კი არ გაეპარათ, ის გაეპარათ, რომ ბათუ ქუთელია მიუთითეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. თორემ, რეალობა იყო ასახული. საბოლოო ჯამში, ეს გაასწორეს, თუმცა საზოგადოების აღქმაში ვერ გასწორდება, რადგან მან ისედაც იცის, რომ ბათუ ქუთელია არავითარი „ენჯეო“ არ არის. ის არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი – გონგო, ნაცი, შმაცი, ყველაფერი ამის ლუსტრაცია მოხდა, – ასეთი განცხაადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, „ორიონ სტრატეჯის“ განცხადებასთან დაკავშირებით.

 

 

კობახიძე აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ბათუ ქუთელია ურცხვად ამტკიცებდა, რომ ის არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ „ენჯეო“ იყო.

 

 

„ეს არის სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციები. თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მათ ეს ფუნქცია ჰქონდათ. როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადავიდა, ისინი გონგოებიდან პროგონგოებად გადაიქცნენ, ანუ, ოპოზიციურ „ენჯეოებად“. მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი ბათუ ქუთელია არის, რომელიც წლების განმავლობაში ურცხვად გვიმტკიცებდა, რომ ის იყო „ენჯეო“ და არა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა შესაბამის დოკუმენტში შეცდომა გაეპარათ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებას წარედგინა. ამით ნათლად გამოჩნდა ის, რაც ყველამ ვიცოდით, რომ ბათუ ქუთელია არ არის არავითარი „ენჯეო“. ჩვენ რომ ვსაუბრობთ, რომ ნაციონალები „ენჯეოების“ სახელით საუბრობენ, ეს ყველაფერი მარტივად დადასტურდა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსი აქვს. მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა კონტრაქტი, რომელიც, მისივე თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ ვებგვერდზეა ატვირთული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი