საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, დიასპორის საკითხებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის აპარატის მთავარ კომისარს ზარეჰ სინანიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის ტრადიციულ, მეგობრულ ურთიერთობას გაესვა ხაზი. ზარეჰ სინანიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია, დიასპორის საკითხში სომხეთის პრემიერ მინისტრთან არსებული მთავარი რწმუნებულის ოფისის დანიშნულებისა და საქმიანობის შესახებ.
ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველო მრავალეთნიკური ერია და შესაბამისად, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ის პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო, ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის კუთხით ახორციელებს.
შეხვედრის დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.