მთელი ქვეყანა საშინელი ტრაგედიის მოწმე გახდა. ბაღდათში ამოიბუგა ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი, ფეხმძიმე დედა, ბებია და ეს არის ამ რეჟიმის, ამ ხელისუფლების უსულობის, უგულობის, მომხვეჭველობის, არადამიანურობის შედეგი, - „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი - ოთხი ბავშვი, ფეხმძიმე დედა და ხანშიშესული ქალბატონი დაიღუპა.
ნათელაშვილი თქმით, აღნიშნული პრეცენდენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ არსებული ხელისუფლება ქართველი ხალხისთვის საშიშია.
„ეს საშინელი პრეცედენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად საშიშია ჩვენი ხალხის სიცოცხლის და ფიზიკური არსებობისთვის ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ადამიანები არაფრად მიაჩნია, გარდა საკუთარი მიზნის მიღწევის საშულების.
როგორც კი შეიცვლება ეს ხელისუფლება რამდენიმე თვეში, უპირველესად, მოხდება საბინაო ფონდის შექმნა, რათა არცერთი უსახლკარო, განსაკუთერებით მრავალშვილიანი არ იყოს ღია ცის ქვეშ, ან არ ამოიწვას ავარიულ შენობაში და დაწესდება საჯარო სკოლებში უფასო საბიუჯეტიო კვება, ყველა ბავშვზე. სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ჩვენი ხალხის გადარჩენა და გადარჩენა ამ რეჟიმის შეცვლით უნდა დავიწყოთ.
აღშფოთებულია მთელი ქვეყანა, იმავდროულად, გულქვა ხელისუფლების რეაქციით, ამ საშინელ ტრაგედიაზე. დეპუტატმა, კიტოვან-მხედრიონის ენერგეტიკის მინისტრმა, ამჯერად "გაბიძინისტებულმა" არველაძემ გულქვად განაცხადა, რომ საქართველოში არ შიმშილობს არცერთი ბავშვი და რომ ეს არის ოპოზიციის მოგონილი ტყუილი. ასეთ ადამიანს ჰქვია უზნეო, ხარბი ძაღლი და ის არ უნდა მოხვდეს ხელისუფლებაში. ასეთი ხლხით არის სავსე ხელისუფლება და როცა ეს ხალხი წავა მერე აღარ დაგვეწვებიან შვილები, მერე აღარ გავექცევა მომავალი თაობა ქვეყნიდან და მერე იქნება ამომავალი მზე ჩვენი მომავლისათვის. მანამდე, სანამ ესენი ხრავენ ჩვენ ბიუჯეტს, ეს ტრაგედიები გაგრძელდება.
მთელი საახალწლო დღესასწაულები მე და ჩემი პარტია დავდიოდით უსახლკაროებთან, ასეთები უამრავია და ამ ძუნწმა მომხვეჭველმა ოლიგარქმა ისიც არ ქნა, რომ საბინაო ფონდი შეექმნა. ისიც არ ქნა ამ ყაჩაღმა, ავტოგოლების სპეციალისტმა კალაძე რომ კორპუსის ასაშენებლად გაცემული ნებართვის სანაცვლოდ, რომელიც მათი ბიზნესია და და იქ ბინებს ირანელები და არაბები ყიდულობენ, ერთი სართული მოითხოვოს საბინაო ფონდისთვის, რათა შეუშვან იქ უსახლ-კაროები არა საკუთრების უფლებით, არამედ სანამ ბინას შეიძენენ რომ იქ დაზარდონ ბავშვები. საბინაო ფონდები მოქმდებეს ყველა ნორმალური ქვეყანაში. რამდენი ხანია ვაყენებთ საკითხს რომ ბავშვებზე უფასო კვება დაწესდეს, როგორც ეს ხდება ამერიკაში, საფრანგეთში, რუსეთში, ბრიტანეთში. რა უნდა ისწავლოს მშიერმა ბავშვმა?
იმისთვის რომ აღარ განმეორდეს ბაღდათის ტრაგედიები, აღარ მოიკლან ბავშვებმა შიმშილის გამო თავი, არა დაიღუპონ ჯართის შეგროვებისას, პოლიტიკურად უნდა დავმარხოთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომელსაც ჩვენი შვილები ფეხებზე ჰკიდიათ და ამისთვის მთელი საქართველო უნდა დავირაზმოთ. დიდი სამძიმარი დაღუპულთა ახლობელებს და სრულიად საქართველოს. ეს მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა“ , - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.