გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის კომისიის კოორდინატორს 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრაზე განხილული იყო UNFPA-ს 2019 წლის შედეგები, მათ შორის ეროვნული პოლიტიკის გაძლიერება გენდერული თანასწორობის და რეპროდუქციული უფლებების პროგრესისთვის, ცოდნის რესურსების გენერირების და მართვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების ეროვნული მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ჩართვით, ჯანდაცვის სისტემის პასუხის გაძლიერება გენდერული ნიშნით, ქალის მიმართ ძალადობაზე, ფორმალურ და არაფორმალურ განათლების სისტემაში გენდერული თანასწორობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხების ინტეგრირება, და საკომუნიკაციო კამპანიების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს 2020 წლის პრიორიტეტები და დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.