საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოთქმული შეშფოთების გამო, ტელეკომპანია АТВ-მ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე უმნიშვნელოვანესი ქართული სალოცავის - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული კლიპის ჩვენება შეწყვიტა.
როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ტელეკომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კლიპი არავის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას არ ისახავდა მიზნად.
"საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოხატული შეშფოთების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ ამ კლიპის გაშვება შეწყვეტილიყო. ეკლესიებში ფილმის გადაღება ჩვენთვის უცხო არ არის. ჰოლივუდშიც კი მაყურებელს სთავაზობენ მსგავს სცენებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სცენები გადაღებული იქნებოდა მეჩეთში, თუ ეკლესიაში. სადაც მიმდინარეობს მუშაობა, იქ შესაძლოა, დაშვებული იქნეს შეცდომებიც. თუმცა, ეს შეცდომა არანარიად არ უკავშირდება საქართველოში რელიგიური სალოცავების შეურაცხყოფას", - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.