„ნაცებო“, თქვე თახსირებო, რომ გაჰკივით უკანასკნელ ხმაზე, სადაც კი მოგიხერხდებათ, არიქა - ათეულ ათასობით ბავშვი შიმშილობს საქართველოშიო, ეს ამბავი დღეს შეიტყვეთ და „შეშფოთდით”?! რა, 70 000 მშიერი ბავშვი, მხოლოდ 2013-2020 წლებში გაჩნდა ქვეყანაში და თქვენი რეჟიმის პერიოდში 2004-2012 წლებში ყველა ბავშვი გამოკვებილი გყავდათ?! ნაცვლად იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის ამ სამარცხვინო პრობლემისთვის მიგეხედათ, გადაგეჭრათ იგი, ასეულ მილიონობით ლარი სრულიად არაპრიორიტეტულ, გაუმართლებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გაანიავეთ, არ ჩამოვთვლი მათ, ყველამ კარგად იცის! თქვენ მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მითვისებულ და „გამქრალ" ასეულ მილიონობით ლარზე აღარაფერს ვამბობ!.. სინამდვილეში კი, სიმართლე ის გახლავთ, რომ "ნაცების და ქოცების" ხელისუფლებების დამოკიდებულება საქართველოში ბავშვთა შიმშილობის პრობლემისადმი იდენტურია, ანუ არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან! დიახ, ამ საკითხისადმი რა გულგრილი პოლიტიკაც და მიდგომებიც ჰქონდათ "ნაცებს", დღეს იგივე აქვთ, არანაკლებ თახსირ "ქოცებს"! ასე რომ, ორთავეს, "ნაც-ქოცს" შეგირცხვეთ სინდის-ნამუსი, თუმცა სადა გაქვთ, თორემ ქვეყნის და საკუთარი ხალხის მოყვარულ ხელისუფლებას ამ პრობლემის ძირფესვიანად აღმოსაფხვრელად 5 წელიც არ დაჭირდებოდა!!!
P.S. დადგება დრო და დამშეული ბავშვებისათვის, ხალხი თუ ვერა, ღმერთი მოგთხოვთ პასუხს!!!
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.