მე ვიქნები ყველგან, სადაც ორი ადამიანი მაინც იქნება, რომელიც გააპროტესტებს დღევანდელ ხელისუფლებას, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე.
მაჩალიკაშვილის თქმით, მისი მიზანი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა.
„ყველგან გავაპროტესტებ, ვიდრე ქართველი ხალხი არ მიაღწევს სიმართლეს, არ ჩამოიშორებს ამ სიბოროტეს, „ქართულ ოცნებას“, ვეცდები ყველანაირად, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გავანადგურო „ქართული ოცნება“. ჩემი მიზანი ყველასთვის ცნობილია, ვიბრძვი, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და ყველა ჩვენ კითხვას გაეცეს პასუხი. ბანერსაც დავუდგამ, კარავსაც გავუშლი, რადგან ამას კანონი არ კრძალავს. კანონის შესაბამისი რაც არის, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო. პარლამენტია ჩემი ეპიცენტრი, რადგან პარლამენტისგან ვითხოვ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ჩვენ კარგად დავინახეთ ვოლსკის, მდინარაძის და ამ მდაბიო ნაძირლების განცხადებები, მალხაზ მაჩალიკაშვილის არც ერთ დაწესებულებაში შეშვება არ შეიძლება, მსოფლიოს მაღალი დონის დიპლომატები ასე არ ფიქრობენ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.