2020-2021 წლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდება
05-02-2020, 12:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წელს  ორი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყება, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

 

 

მისი თქმით, ავარიული შენობების რეაბილიტაციას ორი წელი დასჭირდება და სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 25 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

 

 

„წლევანდელი წელი განსაკუთრებულია ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით.  ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი. დღეს ორ პროექტზე მინდა, მოგახსენოთ. ეს ეხება ორ ძეგლს, რომელიც ავარიულ და უმძიმეს მდგომარეობაშია. პირველი - ეს არის  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და მეორე კადეტთა კორპუსი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსია და უმძიმეს მდგომარეობაშია. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შემთხვევაში, საინჟინრო ქსელები მოწესრიგება, გამაგრდება საყრდენი კედელი და საძირკველი. ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებთან ერთად, გათვალისწინებულია მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. ასევე განახლდება კარ-ფანჯრები.  სასახლეს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

თბილისის მერის თქმით, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება სრულდება და კადეტთა კორპუსს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. 

 

 

„როდესაც წინაასარჩევნოდ კადეტთა კორპუსი დავათვალიერე, ვერ წარმოიდგენთ, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო და არის დღესაც. იქ ცხოვრება ფიზიკურად შეუძლებელია და საფრთხის მატარებელია. კედლებს შორის დიდი დაცილება, უმძიმესი მდგომარეობა არსებობდა. მოსახლეობას დავპირდით, რომ კორპუსის სრული რეაბილიტაცია და მოწესრიგება მოხდებოდა. ჩვენ ვასრულებთ ამ პირობას და ორივე პროექტის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი