„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვაფასებთ ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას ევროპისკენ, ნატოსკენ, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ და ევრო-ატლანტიკურ პარტნიორობას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს მხარდაჭერა“- ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სენატორებს ჯინ შაჰინსა და ჯეიმს რიშს შეხვდა.
როგორც დავით ზალკალიანმა შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა. მისი განცხადებით, საქართველო რეგიონში განიხილება მაღალი სტანდარტების დემოკრატიად და სწორედ ამ მაღალი მოთხოვნებისა და მოლოდინებიდან გამომდინარე მომდინარეობს პარტნიორების წერილების სულისკვეთებაც.
„ბუნებრივია მე მქონდა კარგი საშუალება იმისათვის, რომ მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რომელზეც საუბარი იყო მათ წერილში. ვაცნობე იმ მოლაპარაკების პროცესის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ასევე იმ რეკომენდაციების შესახებ, რაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებისგან მოდის. მე დავუდასტურე სენატორებს, რომ საქართველო ერთგულია იმ საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც არის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ჩვენი ევროპული კურსისა და რომლის შემადგენელიც არის დემოკრატიული არჩევნები. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. ეს იყო კარგი შესაძლებლობა გვესაუბრა ყველა საკითხზე, მათ შორის, უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკურ წარმატებებზე. მათ ცხადად დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, რათა ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდეს და წინ წავიდეს, მათ შორის, მძლარი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით“- განაცხადა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.