ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, თუ დადგება დრო, იგი აუცილებლად მოვა პოლიტიკაში, მაგრამ , როგორც ოპერის ცნობილი მომღერალი აკონკრეტებს, იგი ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
როგორც ბურჭულაძემ ჭიათურაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის პოლიტიკაში მოსვლის საჭიროებას ახლა არ ხედავს.
"დღეს საერთოდ არ ვარ მაგისთვის განწყობილი. არავითარ პოლიტიკოსებთან მე არავითარი მოლაპარაკებები არ მაქვს. თუ დადგება დრო, აუცილებლად მოვალ პოლიტიკაში, მაგრამ დღეს მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.