თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის საერთაშორისო კონკურსში მესამე ადგილზე გავიდა
05-02-2020, 20:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს დედაქალაქმა „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის საერთაშორისო კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. კოლმარისა და ათენის შემდეგ, ევროპის საუკეთესო მიმართულება 2020 წელს თბილისია.

 


კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით,თბილისი 2020 წელს იქცა ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ქალაქად, რომელიც იზიდავს ტურისტებს თავისი უძველესი კულტურით და მომავალზე ორიენტირებული სიახლეებით.

 


“საქართველოს დედაქალაქი ისეთი ტრენდული, როგორც 2020 წელს არის, არასოდეს ყოფილა. თბილისი არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულებისათვის. „WOW” ეფექტი ქალაქში მოგზაურობისას გარანტირებულია. შეუდარებელი ოსმანური სტილის ნაგებობები ერწყმის შუა საუკუნეების შენობებს; ასევე შეხვდებით ნეოკლასიკურ, საბჭოთა და თანამედროვე შენობებს. თბილისი ამაყობს წარსულით და ორიენტირებულია მომავალზე, ახალგაზრდებზე და მომავლის გამოწვევებზე. თბილისში სტუმრობისას, აუცილებლად უნდა მოინახულოთ „ქართლის დედა“, რომელიც თბილისის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. აქედან იშლება საუკეთესო პანორამული ხედი საქართველოს დედაქალაქზე და შესაძლებელია ისეთი ღირსშესანიშნაობების აღმოჩენა, როგორიც არის მშვიდობის ხიდი, მეტეხის ტაძარი, გოგირდის აბანოები, მთაწმინდის პარკი და კიდევ ასობით უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც თბილისი გვთავაზობს. საქართველოს დედაქალაქი განსაკუთრებით საოცარია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს და ასევეზამთარში, ქალაქის ათასობით ფერადი საშობაო განათების და დეკორაციის ფონზე“, -აღნიშნულია საერთაშორისო კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 


საერთაშორისო კონკურსისთვის - „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“ ხმის მიცემა 15 იანვრიდან დაიწყო და 5 თებერვალს დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი