მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მდგრადი მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის GRETA-ს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის - შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით.
შეხვედრების ფორმატი ითვალისწინებდა პროექტ GRETA-ს პრეზენტაციას, რომელსაც უძღვებოდა პროექტ GRETA-S ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტის მენეჯერი, ლაშა ჭანტურია და ტურიზმის კომპონენტის მენეჯერი, თამარ ჭელიძე.
პროექტ GRETA-ს წარმომადგენლებმა ინტერაქტიულ რეჟიმში გააცნეს დამსწრე საზოგადოებას კვლევების შედეგად განსაზღვრულ საბაზრო პოტენციალის და ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობები. ღონისძიების მიზანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და შემოსავლის მიღების ახალი შესაძლებლობების შექმნა მდგრად მთის ტურიზმსა და ორგანულ სოფლის მეურნეობაში იმისათვის, რომ შემცირდეს სიღარიბის დონე და გათიშულობა საქართველოს შერჩეულ მთიან რეგიონებში.
პროექტის წარმომადგენლების განცხადებით, საინფორმაციო შეხვედრა არ იქნება ერთჯერადი და მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა თემში შეეცდებიან შეხვედრების ჩატარებას.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.