გიორგი კვირიკაშვილი ლიტველ კოლეგას შეხვდა
07-09-2015, 10:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის ლიტველ კოლეგასთან, ლინას ლინკევიჩიუსთან შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო კონფერენციაში "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი" მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.


ქართული საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


საგარეო უწყების ინფორმაციით, ამავე დროს, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის მზადყოფნა, კვლავ გააგრძელოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.


თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ძალზედ აფასებს მეგობარი ქვეყნის ძალისხმევას როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების პროცესში საექსპერტო-ტექნიკურ დახმარებას სხვადასხვა აქტუალურ სფეროში.


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მომავალი მაღალი დონის ვიზიტების შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ვილნიუსში დაგეგმილი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა არის კარგი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ შეფასდეს ამ მიმართულებით არსებული პროგრესი და თანამშრომლობის აქტუალური სფეროები გამოიკვეთოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი