„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციამ მიიღო პასუხი ოდირისგან, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის მათი პრეროგატივა.
„როგორც მოგეხსენებათ, სახალხო დამცველმა ოპოზიციის თხოვნით გააგზავნა ოდირში თხოვნა ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ეს არ არის კლასიკური გერმანული მოდელი. ეს არის ერთგვარი დამახინჯებული გერმანული მოდელი ავღანური ელემენტებით, რომელიც გაიგზავნა ოდირში. ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ მიიღო პასუხი, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის ოდირის პრეროგატივა. ოდირი ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას, ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ჩანს ამ დოკუმენტში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით. ერთი, რომ ისინი ამტკიცებდნენ რეალურად არაკონსტიტუციური გერმანული მოდელის თითქოს შესაბამისობას კონსტიტუციასთან და მეორე – მათ ისიც კი არ იციან, თუ ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა. ორმაგი არაკომპეტენტურობა დადგინდა კიდევ ერთხელ ჩვენი ოპოზიციის. ამით ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, როდესაც ეს პროექტი გააგზავნინა ოდირში. გაიგზავნა ისეთი დოკუმენტი, ისეთი თხოვნით, რომელიც არ უნდა გაგზავნილიყო ამ თხოვნით და ამაზე, როგორც პატარა ბავშვებს, ისე მიანიშნა რეალურად ოდირმა ჩვენს ოპოზიციას“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ოპოზიციისგან გუშინ არაერთი ტყუილი მოისმინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.