დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფი კუნძულები მოეწყობა
06-02-2020, 12:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წელს, დედაქალაქის მერია რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფ კუნძულებს მოაწყობს. პროექტების საერთო ღირებულება ერთი მილიონი ლარი იქნება, ჯამური ფართობი კი - 55 000 კვადრატული მეტრი. 

 

 

როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ  2020 წელს განსახორციელებელი მსხვილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, გზაგამყოფი კუნძულები ყველგან გამწვანებული იქნება. 

 

 

„გვაქვს სიახლე, რომელიც უშუალოდ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის იდეაა. ეს არის გზაგამყოფების მოწესრიგება, რომლებმაც ჩვენი ქალაქი ძალიან გაალამაზა.   ისინი ორმაგ ფუნქციას ასრულებენ, გარდა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, ალამაზებენ ქალაქს. მიმდინარე წელს, ძალიან ბევრი კუნძულის რეაბილიტაცია და მოწყობა გვაქვს დაგეგმილი იმ ფორმით, რა ფორმითაც უკვე გავაკეთეთ სხვა ადგილებში. მაგალითად, შარტავას ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. 

 

 

ყველა იმ მოედანზე, სადაც ბოძკინტებია განლაგებული, მიმდინარე წელს, მწვანე სივრცეები მოეწყობა, რომელიც ნამდვილად გაალამაზებს თბილისს. შესაბამისად, ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტია დაგეგმილი. მათ შორის: ზ. ჟვანიას სახელობის მოედანზე, პეკინის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთაზე, ლევილისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროებზე, ქერჩის და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე, მახათას მთის აღმართი და ა.შ.“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი