მოსკოვისა და სარაჯიშვილის გამზირებზე არსებული ხეივნების რეაბილიტაცია იგეგმება
06-02-2020, 13:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

მიმდინარე წელს მოსკოვისა და სარაჯიშვილის გამზირებზე არსებული ხეივნების რეაბილიტაცია იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.  

 

 

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მხრიდან ძველი პროექტების რეაბილიტაციის ან ახალი პროექტების განხორციელების დროს, მწვანე საფარის შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.

 

 

„მწვანე საფარის შექმნა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ამ ქალაქის ეკოლოგიურ წონასწორობას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, თითოეულ პარკში, რომლის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, 80% მწვანე საფარი იქნება და სარწყავი სისტემები მოეწყობა. მოსკოვის გამზირზე, 27 000 კვ.მ ფართობზე გამწვანებული სივრცე არსებობს, რომლის რეაბილიტაციას სულ მალე დავიწყებთ. პროექტის საერთო ღირებულება 3 500 000 მლნ ლარია. ვფიქრობთ, სამუშაოების შედეგად, როგორც რეკრეაციული, ასევე დასასვენებელი კუთხით, ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან კარგი სივრცე ექნება. ბუნებრივია, მოეწყობა ველობილიკები, დაირგვება ახალი ხეები და ნარგავები, მოეწყობა შესაბამისი მოსასვენებელი ადგილები“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

 

 

მისივე თქმით, მსგავსი პროექტის განხორციელება დაიწყება სარაჯიშვილის გამზირზეც, სადაც ასევე, დიდი ხეივანი არსებობს.

 

 

„გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ხეივანში ინფრასტრუქტურაა მოშლილი, ხეების მდგომარეობაც ძალიან მძიმეა. ხეივანი 28 000 კვ.მ ფართობს მოიცავს და წელს ტერიტორია მთლიანად რეაბილიტირდება“, - განაცხადა მერის მოადგილემ. 

 

 

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 3 000 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი