საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ევროპის ქვეყნების განყოფილების უფროსთან, საზალი მუსტაფა კამალთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის რიგ სფეროებში, მათ შორის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.