პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ისრაელის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა
07-02-2020, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.

 

 

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო პრიორიტეტებზე იმსჯელეს. აღინიშნა ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა მთელი რიგი მიმართულებებით და ითქვა, რომ გაცილებით მეტია პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით.

 

 

ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოებს შორის მზარდ სავაჭრო ბრუნვაზე; აღინიშნა, რომ ტურიზმის თვალსაზრისით, ისრაელი ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოს ვიზიტორ ქვეყნებს შორის. გამოითქვა იმედი, რომ 2020 წელი ამ და სხვა მიმართულებებით კიდევ უფრო მეტად აქტიური იქნება.

 

 

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებსაც ისრაელის საელჩო საქართველოში განათლების ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებს.

 

 

მთავრობის მეთაურმა ისრაელის სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

გიორგი გახარიამ რან გიდორს ახალ პოზიციაზე წარმატება უსურვა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი