საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები არსებითად გააუმჯობესა. სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უწყების თანამშრომლებს სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ახალი დაზღვევით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები: გაიზარდა ანაზღაურების ლიმიტი და ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება; არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები; გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში არსებული სამედიცინო მომსახურებაც; გაიზარდა აფთიაქების, მედიკამენტებისა და დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის სამშობიარო, გეგმიურ-ამბულატორიულსა და გეგმიურ-სტაციონარულ მომსახურებაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.