სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის აპარატის მთავარი კომისარი დიასპორის საკითხებში ზარეჰ სინანიანი, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი და სხვა ოფიციალური პირები ახალქალაქს ეწვივნენ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
ახალქალაქის საკრებულოს ცნობით, კომისარმა სომხეთისა და საქართველოში მცხოვრები სომხური დიასპორის ურთიერთობების ხედვა წარმოადგინა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. დაისცა სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული კითხვები, რომელსაც ზარეჰ სინანიანმა და რუბენ სადოიანმა უპასუხეს.

მთავარმა კომისარმა განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.