საბურთალოს რაიონში, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის საფუძველი მზადდება.
სამუშაოების ფარგლებში, 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკი.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე დასაკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
„მიმდინარე წელს საბურთალოს რაიონში მნიშვნელოვანი პროექტებიხორციელდება. მათ შორის არის თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი გზა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს.სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
საგზაო სამუშაოებს შპს „ლ ენდ ლ“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 124 000 ლარი გამოიყოფა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.