საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც ჩინეთში, ქალაქ იანგჯოუში იმყოფება, დახმარებას ითხოვს. ისინი ფრენების გადადების გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას განცხადებით, ქართველებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არსებულ საქართველოს საელჩოს უკვე მიმართეს და საჰაერო ფრენების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
„ჩემი ინფორმაციით, მათ მიმართეს საკონსულოს ცხელ ხაზს და კონსულმა მათ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია ფრენების შესახებ. მოგეხსენებათ, ფრენები ჩინეთის მიმართულებით თითქმის შეწყვეტილია, მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია დაფრინავს. საელჩოს არ აქვს იმის საშუალება, რომ რომელიმე მოქალაქეს ბილეთი უყიდოს ან სხვა ფინანსური დახმარება გაუწიოს“, - აცხადებს არჩილ კალანდია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.